კვლევის რეფლექსია

                                            რეფლექსია

                        ჩემი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევის  თემა  არის:“მოსწავლეთა ჩართულობის პრობლემა და მისი გადაჭრის გზები გეოგრაფიის   გაკვეთილზე VII კლასში.
                   კვლევის მიზანი:მე-7ბკლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე  გაიზარდოს  მოსწავლეების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
             კვლევის  სამიზნე ჯგუფი არის ქ.ბათუმის N6 ფიზიკა -მათემატიკის საჯარო სკოლის  მე-7 კლასის  33 მოსწავლე.
           კვლევაში  გამოყენებული  მეთოდებია:
·         რაოდენობრივი(ანკეტირება).
·         თვისობრივი(დაკვირვება,ფოკუს  ჯგუფი)
·         გამოკითხვა(ღია  და  დახურული  კითხვები)
          კვლევაში  განხორციელებული  ინტერვენციებია:
·         თანამშრომლობა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მუშაობა მოსწავლეებთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
·         გაკვეთილების დაგეგმვა ჯგუფური მუშაობის და პრაქტიკული სამუშაოების გამოყენებით( ადგილის გეგმა, რელიეფური რუკების დამზადება, ფლუგერების დამზადება და სხვა).
·         ვიდეო ექსკურსიების გამოყენება-განხილვა გაკვეთილზე.
·         პროექტებით სწავლება (პროექტი „დედამიწის დღე“, პროექტი „სუფთა წყალი ჯანმრთლობის საწინდარია“.)
·         მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა (ექსკურსია მხარეთმცოდნეობი მუზემში).
·         გეოგრაფიული ტერმინოლოგიის სკივრი.
·         სოციალურ სივრცეში ჯგუფის შექმნა.
·         სასწავლო რესურსების შექმნა დ გამოყენება.
  
             კვლევის    თემის  პრობლემის  მოსაგვარებლად ,  საკითხის  ღრმად  წვდომისათვის,  ვიხელმძღვანელე:
·         მეთოდური  ლიტერატურით;
·         ეროვნული  სასწავლო  გეგმა;
·          სხვადასხვა მეცნიერთა  მოსაზრებებით.
              კვლევის  შედეგი :მოსწავლეთა ძირითადი  ნაწილი გააქტიურდა, ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში და შედეგი მივიღე  საკმაოდ საინტერესო, გამოიმუშავეს უნარები და აიმაღლეს ცოდნის დონე.
           კოლეგებთან  გაზიარება:ჩემი  კვლევა  გავუზიარე  კოლეგებს  კათედრის  სხდომაზე  და  პედაგოგიური  საბჭოს  სხდომაზე(12.06.2019). წარვადგინე  Power Point-ში   გამზადებული   პრეზენტაცია.მიმოვიხილე    ყველა    ის  ძირითადი  საკითხი, რომელიც   კვლევაში  არის  მოცემული.ყურადღება  გავამახვილე  პრობლემის  აქტუალურობაზე, ვისაუბრე განხორციელებულ   ინტერვენციებზე  და  შედეგზე. აგრეთვე  წარვადგინე  მეთოდები(რაოდენობრივი  და  თვისობრივი),რითაც  ვიხელმძღვანელე  კვლევის  პერიოდში,განვიხილე  საკითხთან  დაკავშირებული  ლიტერატურა  და  ყურადღება  გავამახვილე  რეკომენდაციებზე.კოლეგებს  ვთხოვე   გამოეთქვათ საკუთარი  აზრი,გაიმართა  დიალოგი,მივიღე უკუკავშირი .მათ აღიარეს რომ  ეს  პრობლემა არის  საბაზო  და საშუალო  საფეხურებზე და  შესაბამისად  ეს  კვლევა  მათაც  დაემარებათ პრობლემის  გადაჭრაში.პედაგოგებმა  აგრეთვე  აღნიშნეს, რომ  პრობლემის  საბოლოოდ  აღმოსაფხვრელად  მასწავლებლებს დიდი  ძალისხმევა  დასჭირდებათ .ვფიქრობ კვლევაში  მოცემული  მეთოდები, ინტერვენციები  და  რეკომენდაციები დაეხმარება  მათ  აღნიშნული  პრობლემის  მოსაგვარებლად.პირადად  ჩემთვის  მნიშვნელოვანია  ჩემი  კოლეგების  უკუკავშირი,ვფიქრობ  მომავალში  უფრო  საინტერესო ინტერვენციების  დაგეგმვას.
              ვფიქრობ ჩემ  მიერ  ჩატარებული  კვლევა  სარგებელს  მოუტანს  მოსწავლეებს, მასწავლებლებს  და  პირადად  მე(მკვლევარ  მასწავლებელს).
            სარგებელი  მოსწავლეებისათვის:მოსწავლის  ინტერესი  სწავლისადმი,ზრუნვა ერთმანეთზე,კომუნიკაცია,თანამშრომლობა ,მაღალი აკადემიური  მოსწრების  ხარისხი,მიზნისკენ  სწრაფვა და  სხვა დიდადაა დამოკიდებული  სასწავლო პროცესში მოსწავლეთა  ჩართულობაზე .ჩემ  მიერ  განხორციელებული  კვლევა საშუალებას  მისცემს  მოსწავლეებს დაძლიონ ის  პრობლემები,რომლებიც ხელს  უშლის გაკვეთილში  მაღალი  ჩართულობის  უზრუნველსაყოფად.მოსწავლის ინტერესესებსა  და  საჭიროებაზე მორგებული აქტივობები,მეთოდები,სასწავლო  ექსკურსიები და  განხორციელებული  პროექტები  საფუძველია  იმისა რომ  მოსწავლეს  სწავლის  სურვილი  გაუღვივდეს, დაინტერესდეს გეოგრაფიის  თემატიკით და  სასწავლო  პროცესით, ამით გაიზრდება აკადემიური  მოსწრება,შესაბამისად  შესაძლებელი  გახდება  ესგ-ს მისაღწევ  შედეგზე  გასვლა.
            სარგებელი  მასწავლებლებს: ჩემი  ჩატარებული  კვლევა,განხორციელებული
 ინტერვენციები  და  რეკომენდაციები, ვფიქრობ   ჩემს კოლეგებსშესაძლებლობას  მისცემს  და  დაეხმარება  საგაკვეთილო  პროცესში  ჩართულობასთან  დაკავშირებული პრობლემების  დაძლევაში,რაც  თავის  მხრივ სწავლა-სწავლების ხარისხს  გააუმჯობესებს.
           სარგებელი  მკვლევარი  მასწავლებლისთვის: ვფიქრობ,აღნიშნიული  კვლევა  ჩემთვის  სასარგებლო  იქნება,რადგან  მოსწავლეთა  ჩართულობის  გაზრდით  მოიმატებს  სწავლების  ხარისხი,ვუპასუხებ  ესგ-ს  მოთხოვნებს  და  გავალთ  საგნობრივი  სტანდარტით  განსაზღვრულ  შედეგზე.რაც,  მთავარია მოსწავლეებს  გაეზრდებათ  ინტერესი   ჩემი    საგნის  მიმართ, დაინახავენ  გეოგრაფიის  შესწავლის აუცილებლობას  და  საჭირეობას.
          კვლევის  უარყოფითი  მხარედ  მიმაჩნნია ის  რომ მოსწავლეთა  ნაწილმა ღია  კით ხვებში    თავი  აარიდა  საკუთარი  აზრის  დაფიქსირებას ან  დაეზარა  ჩაწერა.ვფიქრობ,კარგი  იქნებოდა თუ  მოსწავლეები  ხშირად  მიიღებენ მონაწილეობას  მსგავს გამოკითხვებში,რადგან საკუთარი აზრის  ჩამოალიბებას და კრიტიკულ  აზროვნებას  მიეჩვიონ.
          კვლევის  დადებით  მხარედ  მიმაჩნია  ის, რომ კვლევის პროცესში  პრობლემები არ  შემქმნია,  მოსწავლეთა აქტივობა  მაღალი  იყო,რადგან  გათვალისწინებული იყო  მათი  სურვილები  და  ინტერესები.ინტერვენციების  განხორციელების  შემდეგ  ვაკვირდებოდი  მოსწავლეთა  ჩართულობის  პროცესს.მიმაჩნია,  რომ გეოგრაფიაში  საგაკვეთილო  ჩართულობა  მაქსიმალური  გაიზარდა,რაც მათ  აკადემიურ  მოსწრებაში  აისახა.ვფიქრობ ჩემმა  კვლევამ  და  კვლევის  შედეგად  განხორციელებულმა  ინტერვენციებმა  მიზანს მიაღწია.
                                                              მასწავლებელი:
                                                               ლ.მურადაშვილი  /                                    /
                                                              14.06.2019.

Комментариев нет:

Отправить комментарий