პროექტები და პრეზენტაციები


პროექტის გეგმა მომზადებულია  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა პროექტული სწავლების  ხელშეწყობისთვის ფარგლებში. პროგრამას დასავლეთ საქართველოში ახოციელებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი,   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის   მხარდაჭერით (საგრანტო კონკურსი  სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით    სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა  ლოტი 2)
სოციალური პროექტი
სკოლა: ბათუმის #6 საჯარო სკოლა
1
პროექტის სახელწოდება

„ტყე  ჩვენი  მომავალია“

2
ხელმძღვანელი
ლეილა  მურადაშვილი.გეოგრაფიის  პედაგოგი.
3
პროექტში  მონაწილეები

მე-9 ა კლასის  მოსწავლეები (9ა-28 მოსწავლე);  დირექცია; თემი; გარემოს  დაცვის  დეპარტამენტის  წარმომადგენლები; მასწავლებლები.
4
პრობლემების ანალიზი
21-ე საუკუნეში   საქართველოში მწვავედ  დგას   საკითხი  ტყის დაუდევარი  მოხმარების   შესახებ; კერძოდ, მოსახლეობა  არაკანონიერად   მოიხმარს ტყეს, ხდება მასიური  გაჩეხვა  და  ზოგიერთი ადამიანის  შეგნებული თუ შეუგნებელი ქმედებით იწვის  ან  ბინძურდება ტყე. აჭარაშიც ანალოგიური მდგომარეობაა.  ჩვენმა  მოსწავლეებმა  დაინახეს  ეს  პრობლემა; კერძოდ, ბუნების  დაცვა  თითოეული  ჩვენთაგანის  უპირველესი  მოვალეობაა  და მათი  ჩართვით  ტყის  ეკოსისტემის  დაცვაში აქტუალურია, რადგან  შეიტანენ  უმნიშვნელოვანეს წილს ამ   პრობლემის  გადაჭრაში. 
5
მიზანი
1. მოსწავლეებმა გაეცნონ   მშობლიურ კუთხის  ტყის  მასივებს, ეკოსისტემებს, შესძლონ  გაიაზრონ  ტყის   სასიცოცხლო  მნიშვნელობას  ადამიანის კეთილდღეობისათვის.
2. მოსწავლეებმა  გაეცნონ ტყის  არაკანონიერი  მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკები.
3. მოახდინონ თემისა  და მოსწავლეების ჩართულობა ტყის დაცვით  ღონისძიებებში.
4. აქტიური მოქალაქეობის მაგალითები მისცენ საზოგადოებას.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
6
ამოცანები
ამოცანა-1 :საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება
ამოცანა-2. კვლევის  ჩატარება.
ამოცანა-3 ერთად გადავარჩინოთ ტყე                                          
ამოცანა-4. პროექტის შედეგად მიღებული პროდუქტის წარმოდგენა ამოცანა-5. ჯანსაღი  სხეული, ჯანსაღ  გარემოში.
ამოცანა–6. მონიტორინგი და შეფასება
7
მოსალოდნელი შედეგი
1. პროექტის ბენეფიციარები გაიაზრებენ ტყის   სასიცოცხლო  მნიშვნელობას  ადამიანის  კეთილდღეობისათვის.
2. მოსწავლეები გაეცნობიან ტყის  არაკანონიერი  მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.
3. თემი და მოსწავლეები ჩაებმება ტყის დაცვით ღონისძიებებში.
4. გამოვლინდებიან მოსწავლეები და თემის  წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად  ჩაებმებიან გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაში, რაც კარგი მაგალითი იქნება საზოგადოებისთვის.
5. მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, კვლევის, გამოკითხვის ჩატარების უნარი, სამუშაოს ორგანიზებისა და დროის განაწილების უნარი.
8
მიზნობრივი     ჯგუფები
მოსწავლეები, მასწავლებლებ, მშობლებ, სკოლა, თემი, გარემოს  დაცვის  დეპარტამენტის  წარმომადგენლები.

9
განსახორციელებელი საქმიანობები

(პროექტის  ხანგრძლივობა
22 მარტიდან –
25  აპრილამდე)




ამოცანა  1: საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება (შემსრულებელი  9ა  ა კლასის  მოსწავლეები. დრო  22-24 მარტი)
საქმიანობები:
1.                   სამოქმედო  გეგმის  გაცნობა– მასწავლებელი და მოსწავლეები სკოლის საზოგადოებას წარუდგენს განსახორციელებელი პროექტის პრეზენტაციას (22 მარტი)
2.                   სამოქმედო  გეგმის  გამოქვეყნება  სკოლის  ოფიციალურ  გვერდზე (22 მარტი)
3.                   ტრენინგის  ჩატარება  გარემოს  დაცვის  დეპარტამენტის  მიერ  სკოლაში. მოსწავლეები  გაეცნობიან საქართველოში ტყეების  დასაცავად  კანონმდებლობის მნიშვნელობას, რა კატაკლიზმებს იწვევს  ტყის  გაჩეხვა, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს  სახელმწიფო  ტყის  დაცვისათვის  და სხვა... (23 მარტი)                                                                              
4.                   სამუშაო  ჯგუფების   შექმნა   მონაწილეთა უნარების გათვალიწინებით. დავალებების  გადანაწილება  ჯგუფებში (24მარტი):
1 ჯგ.-ანკეტირების და  ბუკლეტების  მომზადება.                                   
2 ჯგ-კვლევის  ჩატარება  და  ბუკლეტების  დარიგება                                3ჯგ-ექსპერიმენტის  ჩატარება  და  შედეგების  გაანალიზება               
ამოცანა2: კვლევის ჩატარება (შემსრულებლები: მოსწავლეები, სკოლის  თანამშრომლები. თემი. დრო: 25 მარტი-11 აპრილი  )                                                   საქმიანობები:
 1. მოსწავლეთა  ჯგუფის  მიერ  განხორციელდება გამოკითხვა და  ექსპერიმენტისათვის ანკეტების და  ბუკლეტების დამზადება. შიდა  სასკოლო  კვლევის ჩატარება  მოსწავლეებში  და სკოლის  პედაგოგებთა (გამოკითხვა  და ექსპერიმენტი ჩატარდება ტყის კანონმდებლობის ცნობიერებისათვის და იცავენ თუარა ტყეს) (ბუკლეტები დამზადდება „გადავარჩინოთ ტყე“-ს ამსახველი მასალით ფოტო და ტყსიდაცვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციით) 25 მარტი-30 მარტი რესურსი: სკოლის  კომპიუტერი, ინტერნეტი, თაბახის  ფურცლები.
2.  თემის  წევრთა გამოკითხვა (1-6 აპრილი) რესურსი: ანკეტები, საწერი კალამი.
3. ექსპერიმენტის  ჩატარება  სკოლის  მიმდებარე  ტერიტორიაზე (ვიცავთ  თუ არა  ბუნებას) (7-8  აპრილი). რესურსი: ანკეტები. საწერი  კალამი.   
4. პროგრამა Excel-ში  კვლევის   დიაგრამების  აგება  და კვლევის  შედეგების  გაანალიზება (9-10აპრილი).                                                             რესურსი: სკოლის კომპიუტერი, თაბახის  ფურცლები.
  5. კვლევის  შედეგების  გამოქვეყნება სკოლის ოფიციალურ გვერდზე. (11აპრილი) რესურსი: სკოლის კომპიუტერი, ინტერნეტი.
 ამოცანა3: “ერთად  გადავარჩინოთ ტყე“ (შემსრულებლები:  მოსწავლეები. გარემოს  დაცვის  დეპარტამენტი, თემის  წარმომადგენლები, მასწავლებლები) (დრო 12-21 აპრილი).
საქმიანობები:                                                                                              
1. ვიზიტი  გარემოს დაცვის  დეპარტამენტში. შეჯერება ტყის  ერთობლივი დაცვითი  ღონისძიებების  შესახებ. (12აპრილი)
2. “გადავარჩინოთ  ტყე“  ბუკლეტების  დარიგება  თემში (13-20 აპრილი).                                                                                       რესურსი: ბუკლეტები                               
3. დედამიწის  დღესთან  დაკავშირებით  ხეების   დარგვა  ტყეში  ერთობლივი ძალებით (მოსწავლეები, მასწავლებელი, თემი  და გარემოს  დაცვის  დეპარტამენტი). (21აპრილი) რესურსი: ნერგები, სამუშაო იარაღები, ტრასპორტი
ამოცანა 4: ჯანსაღი  გარემო, ჯანსაღი  სული (შემსრულებლები: მასწავლებლები, მოსწავლეები  და  მშობლები. დრო 22-23 აპრილი) (საჭირო  რესურსები: ტრანსპორტი, საკვები, სკოლის ინტერნეტი, ფართი)
 საქმიანობები:
1. „მტირალას ეროვნული  პარკი“-ექსკურსია. (22აპრილი)
2. ექსკურსიის  შედეგების  ანალიზი (23 აპრილი)
ამოცანა 5: შემაჯამებელი  ღონისძიებები (შემსრულებლები: მოსწავლეები, სკოლის  თანამშრომლები, გარემოს  დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აქტიური  თემის  წევრები, მშობლები) (დრო 24-25 აპრილი)
საქმიანობები:
1. შეხვედრა  მოწვეულ  სტუმრებთან. (წარმომადგენლები : თემის, გარემოს  დაცვის  დეპარტამენტის, მშობლების, სკოლის.) (24 აპრილი)                                        რესურსი: სკოლის  ფართი, ინტერნეტი, კომპიუტერი.
2. პროექტში  ჩართული  აქტიური  მონაწილეების  დაჯილდოება. (24 აპრილი) რესურსი :სიგელები, ფართი.
3. გამოფენის  მოწყობა: „ტყე ჩვენი მომავალია“ (ღონისძიებებზე  გადაღებული  სურათების და მოსწავლეების  მიერ  ჩანახატების  გამოფენა) (24 აპრილი) რესურსი: მარკერები, ფერადი  და თააბახის  ფურცლები (დიდი  და  პატარა)
4. პროექტის  ღონისძიების ამსახველი მასალების  გამოქვეყნება სკოლის  ოფიციალურ გვერდზე. (25 აპრილი) რესურსი: სკოლის კომპიუტერი, ინტერნეტი.
ამოცანა 6: მონიტორინგი  და  შეფასება (შემსრულებლები: 9ა კლასის  მოსწავლეები  და გეოგრაფიის  პედაგოგი) ( პროექტის  განმავლობაში და  ბოლოს 26 აპრილი)
საქმიანობები:
1.                   შუალედური შიდა მონიტორინგი, თვითშეფასებების  წარმოებას  ანხორციელებს  პროექტის  შემსრულებლები. რაც  დაეხმარებათ  დაინახონ  რა შეცდომებს  დაუშვებენ  მუშაობის  დროს (3 შუალედური  შეფასება. კრიტერიუმები: აქტივობა  შეესაბამება თუ არა  მიზანს, მოსალოდნელი  შედეგი, დაცულია თუ არა პროექტის  სტუქტურა, აქტიურად არიან თუ არა ჩართული მონაწილეები პროექტში, მიმდინარე აქტივობები სწორად თუ სრულდება სწორედ) (3 შუალედური  შეფასება, რიცხვები: 30  მარტი, 9აპრილი, 17აპრილი) რესურსი: სკოლის ფართი, კომპიუტერი, ინტერნეტი, თაბახის  ფურცლები, საწერი კალამი    
2.                   საბოლოო  შეფასება. გათვალისწინებული იქნება პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. (26აპრილი) რესურსი: სკოლის ფართი, კომპიუტერი, ინტერნეტი ,თაბახის  ფურცლები, საწერი  კალამი    

10
რესურსები
თაბახის  ფურცლები, ვიდეო აპარატურა, ფართი, ქსეროქსი, სიგელები, ინტერნეტი, სამუშაო ინვენტარი, ხის  ნერგები,  ტრასპორტი, კლიპჩარტი, მარკერი, ნაბეჭდი მასალა.
11
შესაძლო  რისკები
რისკ-ფაქტორი: უამინდობა-დავგეგმავთ როცა კარგი ამინდი იქნება. დენის  გათიშვა-შევათანხმებთ ენერგო პრო ჯორჯიასთან დროს, რომ არ გაითიშოს დენი. მოსწავლეთა  ინერტულობა-დავალებებს გადავუნაწილებ მათი ინტერესის სფეროდან გამომდინარე. სტუმრების  არ მოსვლა-წინასწარ შევათანხმებთ დროს ან უკიდურეს შემთხვევაში გადავიტანთ დროს)


პროექტის ბიუჯეტი


თანხა (ლარებში)
% წილი

პროექტის მთლიანი ღირებულება



თანადაფინანსება 



სკოლის წვლილი პროექტის დანერგვის პროცესში



საზოგადოების წვლილი პროექტის დანერგვის პროცესში



დასახელება

რაოდენობა
ერთეულის ღირებულება

სულ

სკოლის წილი
საზ. წილი
1. თაბახის    ფურცელი                                         
      2შეკვრა
1შეკვრა-9ლ.
18ლარი
100%

2.სიგელები                                                                                                
     30ცალი
1ცალი-2ლ.
60ლარი
100%

3.დიდი  ფერადი  ქაღალდი                                               
    1შეკვრა
1შეკვრა-10ლ.
10ლარი

100%
4.პატარა  ფერადი  ქაღალდები                                               
   4შეკვრა
1შეკვრა-2.50ლ
10ლარი


5.მარკერები
   5შეკვრა
1შეკვრა-5ლ.
25ლარი
100%

6.ბუკლეტები 
  200ცალი
უფასო
უფასო
100%

7.ხის  ნერგი   
100ცალი(ნერგი)
1ცალი-5ლ.
500ლარი

100%
8.სამუშაო  იარაღები                                           
12ცალი(6 ბარი,6თოხი)
1ცალი-6ლ.
72ლარი

100%
9.ტრანსპორტ                                              
1ცალი(ტრანსპორტი)
1ცალი-250ლ.
250ლარი

100%
10.კვება(3-ჯერ)   
3ცალი(3ჯერადი)
1ცალი-50ლარი
150ლარი

100%
11.ვიდეო აპარატურა,ფართი,ქსეროქსი,ინტერნეტი,კლიპჩარტი, ნაბეჭდი  მასალა                                                                                                    
7ცალი(სკოლის რესურსი)

უფასო
უფასო
100%

12.საწერი  კალამი                                                                                                                           
30  ცალი
1ცალი-1ლარი
30 ლარი

100%
გუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10
საშუალო 9-8
საშუალო 7-6
დაბალი 5-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
                                                                                                                                                                                                                            ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს ინდივიდუალურად აკვირდები
  

შენიშვნები
მოსწავლის სამუშაო ჩვევები
  • მუშაობს თუ არა მოსწავლე ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად?
  • ცდილობს თუ არა იგი სხვებს დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?
  • რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო დახმარება? ვისგან იღებს დახმარებას? 
  • არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენტრირებული თუ ადვილად ეფანტება ყურადღება?
  • აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?

მოსწავლის მოსაზრებები
  • ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?
  • ამყარებს თუ არა იგი თავის მტკიცებულებებს?
  • სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების წინადადებებსა და მოსაზრებებს?

კომუნიკაცია
  • საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და  სხვებთან კომუნიკაციის მიზნით?
  • კომფორტულად გრძნობს თუ არა იგი თავს როგორც „მოსაუბრის“, ისე „მსმენელის“ როლში?
  • აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარდგეს მთელი კლასის წინაშე? 
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს როგორც ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოსაზრება, ისე საკუთარი ნააზრევი? 
  • შეუძლია მას გააერთიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ანჯგუფური ნააზრევი?

თანამშრომლობა
  • ანაწილებს თუ არა ჯგუფი დავალებას წევრებს შორის? 
  • თანხმდება თუ არა ჯგუფი დავალების შესრულების დასაწყებად საჭირო გეგმაზე ან სტრუქტურაზე?
  • იყენებს თუ არა ჯგუფი მიცემულ დროს პროდუქტიულად?
  • ეხმარება თუ არა ჯგუფი ყოველ წევრს?
  • იძლევა თუ არა ჯგუფი ლიდერობის უნარის განვითარების საშუალებას?


პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის ვადები:
ჯგუფი:
საყვარელო მოსწავლეებო
იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, ჩემი დიდი სურვილია გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1.            როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე  ახალი ისწავლე?
) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
) მე ახალი ვისწავლე;
) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
) მე არაფერი მისწავლია ახალი.


2.            როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა
) ბევრად უკეთესი;
) უკეთესი;
) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;
) ურთიერთობა გაუარესდა;

3.            შენთვის ნათელი იყო, საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად და  შედეგის მისაღწევად?
) სრულიად ნათელი იყო;
) ძირითადად ნათელი იყო;
) ნაკლებად იყო ნათელი;
) სრულიად გაურვეველი იყო.

4.            მასწავლებელმა მიჩვენა გზა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.

დანართი 1. დაკვირვების ჟურნალი(მასწავლებლის)
შეკითხვები:
1-ლი კვირა
მე-2 კვირა

რომელი უნარ-ჩვევები, ორიგინალური აზროვნების სახეები, დისციპლინებს შორის მაკავშირებელი ცნებები ჩანს მოსწავლეთა ცოდნაში?





რომელი სტანდარტები და სასწავლო ამოცანები სრულდება? ჩანს თუ არა, რომ მოსწავლეს ღრმად ესმის მნიშვნელოვანი ცნებები მოცემული თემიდან?









რა ცვლილებები შემიძლია შევიტანო დავალებაში, რათა ყველა მოსწავლემ წარმატებით შეძლოს დავალების შესრულება?









შერჩეული მოსწავლეების ჯგუფის საფუძველზე ჩანს თუ არა, რომ მოსწავლეებს ესმით მნიშვნელოვანი ცნებები იმდენად ღრმად, რომ გაავლონ აზრობრივად გამართული კავშირები? რა როლი აქვს ტექნოლოგიების გამოყენებას ამ კავშირების გაბმაში?




მოსწავლეთა ჯგუფი პასუხობს თუ არა ზოგად და თემატურ შეკითხვებს?



ეხმარება თუ არა ტექნოლოგიები მოსწავლეებს ცოდნის ეფექტურად დემონსტრირებაში?



ეხმარება თუ არა ტექნოლოგიები მოსწავლეებს ცოდნის ეფექტურად დემონსტრირებაში?











































































\

Комментариев нет:

Отправить комментарий